
პროგრამაში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, რაც ენის სწავლას სჭირდება. ზუსტად ვიცით, რა, როგორ და რამდენი გასწავლოთ. შეუძლებელია, მას ჩამორჩე ან რამე გამოგრჩეს.
ჩვენი პროგრამა მარტივად გიხსნის ქართულად, თუ როგორ ილაპარაკო ინგლისურად. მეგობრული ხმა და სახალისო ვიზუალი. არ ვიზეპირებთ წესებს. წესები, უბრალოდ, გვესმის.
ინტერაქტიული ვიდეო გეხმარება, შეამოწმო, რამდენად ზუსტად აღიქვი მასალა, გავარჯიშებს და გამორიცხავს, რომ რამე ვერ გაიგო, ან შეცდომით დაიმახსოვრო.
ისწავლე, სადაც გინდა, როცა გინდა და რამდენიც გინდა. პროგრამა შენი ნამდვილი კომპანიონია. შეგიძლია, გადაახვიო, გადაასკუპო და უსასრუოდ ამეორებინო სასურველი ფრაზა.